გაყიდვები, მაგიდები, სამზარეულო, QR-შეკვეთები და მიმტანის აპი ერთ სისტემაში. მენიუ პირდაპირ Feasto დაშბორდიდან სინქრონდება.
ერთი სისტემა სალაროდან სამზარეულომდე, ზედმეტი პროგრამების გარეშე
Touch-ისთვის შექმნილი ინტერფეისი: შეკვეთის აკრეფა, ფასდაკლება და გადახდა წამებში.
დარბაზის რუკა ზონებით: ღია მაგიდები, მიმდინარე შეკვეთები და სტატუსები ერთ ეკრანზე.
შეკვეთები ავტომატურად ხვდება სამზარეულოში, მზადების სტატუსი კი რეალურ დროში ჩანს.
სტუმარი მაგიდის QR-კოდიდან უკვეთავს, მიმტანი 3-ნიშნა კოდით ადასტურებს, ასე რომ ყალბი შეკვეთები გამორიცხულია.
ინტერნეტი გაითიშა? სალარო მაინც მუშაობს: მენიუ ფოტოებითურთ ლოკალურად ინახება და მერე სინქრონდება.
დღის გაყიდვები, პოპულარული კერძები და ცოცხალი აქტივობა დაშბორდზე, ნებისმიერი ადგილიდან.
სალაროსთვის Windows პროგრამა, მიმტანებისთვის ტელეფონის აპი, სათადარიგოდ კი ბრაუზერი
დააყენე სალაროს კომპიუტერზე როგორც ნამდვილი პროგრამა: ბრაუზერი არ სჭირდება, იხსნება ერთი დაწკაპუნებით და თვითონ ახლდება ახალ ვერსიაზე.
ჩამოტვირთვა Windows-ზემიმტანი ტელეფონზე იღებს QR-შეკვეთებს ხმით და ვიბრაციით, ადასტურებს 3-ნიშნა კოდით და აგზავნის სამზარეულოში. დაყენების ინსტრუქცია ქვემოთაა.
მიმტანის აპის გახსნაკომპიუტერს რამე სჭირს? პროგრამა ვერ ეშვება? გახსენი სალარო პირდაპირ ბრაუზერიდან, იგივე ანგარიშით, ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ბრაუზერში გახსნასამი ნაბიჯი და სალარო მუშაობს
Feasto დაშბორდი → POS სალარო: დაამატე მოლარე ან მიმტანი (ელ-ფოსტა + პაროლი).
ჩამოტვირთე Windows პროგრამა სალაროს კომპიუტერზე, მიმტანებს კი ტელეფონზე გაუხსენი მიმტანის აპი.
შესვლა ელ-ფოსტითა და პაროლით. მენიუ ავტომატურად ჩამოიტვირთება დაშბორდიდან, ფოტოებითურთ, ოფლაინ რეჟიმშიც.
ცალკე აპია მიმტანის ტელეფონისთვის: ერთხელ დააყენე და ნამდვილ აპლიკაციასავით მუშაობს. აირჩიე ტელეფონის ტიპი; ანიმაცია გაჩვენებს, ზუსტად სად უნდა დააჭირო.
აპი მზადაა: მიმტანი შედის თავისი ანგარიშით (ელ-ფოსტა + პაროლი) და ყველაფერი ავტომატურად მუშაობს:
პროგრამა თვითონ ახლდება, განახლებების ისტორია კი აქ ჩანს
ყველაზე ხშირი კითხვები დაყენებასა და მუშაობაზე